2026 წლის 4-დან 6 მაისის ჩათვლით მალტაში, საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers აკადემიაში (PwC Academy), მალტის უნივერსიტეტისა (L-Università ta' Malta) და ევროპული მენეჯმენტის განვითარების ფონდის (FEMA) ორგანიზებით გაიმართება მეწარმეობის ინტენსიური სასწავლო ბანაკი 2026.
ბანაკი განხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ ონლაინ რეჟიმში. სამუშაო ენა ინგლისური.
ეს იქნება სამდღიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები გაეცნობიან სამეწარმეო პრაქტიკულ გამოცდილებას — იდეის გენერაციიდან ბიზნეს-მოდელის განვითარებამდე და საბოლოო პრეზენტაციებამდე (pitch presentations).
ყოველ დილით გაიმართება მოწვეული სპიკერების გამოსვლები სამეწარმეო სფეროდან, ხოლო დღის მეორე ნახევარში ჩატარდება ინტერაქტიული ვორქშოფები და მენტორინგ სესიები.
დისტანციურად ჩართული სტუდენტები შეძლებენ მარტივად შეუერთდნენ Zoom-ის ბმულის საშუალებით https://universityofmalta.zoom.us/j/92279098104 და დაესწრონ მათთვის საინტერესო სპიკერების სესიებს. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ და დასვან კითხვები სესიების მიმდინარეობისას.
კურსის სამუშაო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ (საათები მითითებულია მალტის დროით):
https://docs.google.com/document/d/1-PsoCeRSXz4_1XGu06xWPVYKbg4Stofb/edit
მეტი ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: (ინფორმაციის ლინკი)